დაცვის პოლიციამ გორის ციხეზე გადაღება აკრძალა
დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ქართლი.ჯის- ჟურნალისტებს გორის ციხეზე გადაღების უფლება არ მისცეს. ამის მიზეზი ის სამუშაობი გახდა, რომელსაც კომპანია ,,არქიტექსი" გორის ციხეზე ახორციელებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ციხის კედლების რესტავრაცია კირქვით უნდა მოხდეს, თუმცა სამშენებლო კომპანია ჰაიდელბერცემენტისგან შეძენილ ცემენტს იყენებს.

ვიდეოს გადაღების გამო კომპანიის წარმომადგენლებმა აგრესია გამოხატეს, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ციხის დატოვება მოგვთხოვეს. მათი თქმით, უფროსის ბრძანებით, სამშენებლო პროცესის გადაღება აკრძალულია.

იხ. ამავე თემაზე: 

გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ცემენტს იყენებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები