ამ დროის მონაცემებით, საყავრის ტყეში დამწვარი 10-მდე ჰექტარია
ტანას ხეობაში, სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის შედეგად, ამ დორის მონაცემებით 10-მდე ჰექტარი ფართობი დაიწვა.

როგორც qartli.ge-ს კორესპონდნეტი ადგილიდან იტყობინება, ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ხელმძრვანელის, გიორგი გერგაულის განცხადებით, ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა.

„ღია კერები აღარ გვაქვს ტყეში, დაკვამლიანებაა ზოგადად. ხრჩოლავს კუნძები და დამწვარი ხეები. მიმდინარეობს ლოკაციების დამუშავება ცოცხალი ძალის მიერ. ასევე, დილის შვიდი საათიდან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ვერტმფრენი, რომლებიც ამუშავებენ დაკვამლიანების ადგილებს. 13 ერთეული ავტოტექნიკა, 250-მდე მეხანძრე-მაშველი და დამხმარე ტექნიკაა მობილიზებული ადგილზე,“-აცხადებს გიორგი გერგაული.

ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, როგორც ისინი აცხადებენ, იმის მიუხედავად რომ ხანძარი სოფელთან ახლოს მძვინვარებს,  დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს რადგან, ტერიტორიას კლდოვანი ნაწილი ყოფს.

ცნობითვის, ხანძარი ტანას ხეობაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები