აშშ: ,,რუსეთი ცდილობს განავითაროს ბირთვული არსენალი"
21 აგვისტოს ჰელსინკიში, ფინეთის პრეზიდენტ, საული ნიინისტესთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის მიერ ახალი რაკეტის წარდგენის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ამერიკამ რაკეტის ტესტირება, იარაღით ვაჭრობის შეთანხმების გაუქმებიდან, ზედმეტად მოკლე პერიოდში მოახერხა“- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, 18 აგვისტოს ამერიკის მიერ სამხედრო-საზღვაო რაკეტის ტესტირებასთან დაკავშირებით.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ გამოსცადა სახეცვლილი ვერსია სამხედრო-საზღვაო რაკეტისა, რომელმაც სამიზნეს 310 მილზე (499 კ.მ) შორს მიაღწია. ამ სახის საბრძოლო მასალა იკრძალება საერთაშორისო იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით. თუმცა, ტესტირება ამერიკამ ზემოთხსენებული ხელშეკრულების დატოვებიდან 16 დღის შემდეგ განახორციელა.

ხელშეკრულების დატოვებისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიზეზად ხელშეკრულების ფარგლებში ამერიკის თავისუფლების შეზღუდვა დაასახელა.

„ჩემი მმართველობის პირობებში არ დავუშვებ ამერიკის სუვერენიტეტის ვინმესთვის გადაცემას“-მიმართავს დონალდ ტრამპი ამერიკის მოსახლეობას „ჩვენ არ დავუშვებთ უცხოელმა ბიუროკრატებმა გათელონ თქვენი მეორე შესწორების თავისუფლებები“

„ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ ამერიკამ სამხედრო-საზღვაო რაკეტის ადაპტირებაზე მუშაობა დაიწყო იმაზე ადრე ვიდრე ხელშეკრულების დატოვების მიზეზს მოიფიქრებდნენ.“ - ამბობს პუტინი.



რაკეტა ამჟამად რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ევროპის ან აზიის ტერიტორიაზე განლაგების შემთხვევაში რუსეთი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთიც დაიწყებს მსგავსი ტიპის საბრძოლო იარაღზე მუშობას, მაგრამ მათ არ მოიყვანს მზადყოფნაში და არ მიმართავს კონკრეტული სამიზნისკენ თუ ამას ამერიკა პირველი არ გააკეთებს.

„ეს ნიშნავს ახალი საფრთხეების წარმოქმნას ამერიკის მხრიდან, რაზეც ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“ აცხადებს პუტინი.

რუსეთის შესახებ ტელეკომპანია ფოქსთან ინტერვიუში ა.შ.შ-ს თავდაცვის მინისტრი აცხადებს: „ აშკარაა რომ რუსეთი ცდილობს განავითაროს მისი ბირთვული არსენალი, რათა კონკურენცია გაუწიოს შტატებს. რაც შეეხება იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების დატოვებას, რაზეც ყველა საუბრობს, ამერიკა მზად უნდა იყოს მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ამისათვის საჭიროა ვიქონიოთ ყველა ის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალა, რაც რუსეთს გააჩნია, ამ მომენტისათვის რუსეთს აქვს რამოდენიმე, სავარაუდოდ ბირთვული, რაკეტა მიმართული ევროპისკენ, რაც ძალიან ცუდია.“

შტატების მიერ რაკეტის ტესტირებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კორეის სგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერიც: „ჩრდილოეთ კორეის პოზიცია, მოგვარდეს ყველა საკითხი მოლაპარაკებისა და დიალოგის გზთ, უცვლელი რჩება. მაგრამ, ჩვენს ინტერესებში არ შედის დიალოგი, რომელსაც თან ახლავს სამხედრო საფრთხეები. ამჟამად ჰორიზონტზე საშიში და უჩვეულო სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ახალი ცივი ომი კორეის ნახევარკუნძულზე და რეგიონში“ ნათქვამია განცხადებაში.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში კორეამ რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი რაკეტა გაისროლა, რის მიზეზადაც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა სახელდება.

ავტორი ნუცა არჩია
სტუდენტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები