„ტყის ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება“ - საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი
3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.


განცხადებაში წერია, რომ ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე,“-ნათქვამია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები