ყარაფილასთან საოკუპაციო ხაზთან ბალახს ცეცხლი უკიდია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ყარაფილასთან ცეცხლი ბალახს უკიდია. ეს ის ადგილია, რომელიც მთავარი ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეა გაჩენილი და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

,,ბალახის ლოკალიზება შევძელით" - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ცეცხლი ასევე ავტობანის მეორე მხარეს, სოფელ ჩობალაურის მხარესაც გაჩნდა. ხმელ ბალახზე მოდებული ცეცხლი აქაც ლოკალიზებულია - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები