კასპის მუნიციპალიტეტში 76-წლის მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
გორის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მამაკაცს, რომელსაც ორი ბავშვის მიმართ, გარყვნილი ქმედებისთვის ბრალი წაუყენეს.

შემთხვევა კასპის რაიონში მოხდა. მამაკაცი 76-წლისაა, ხოლო ბავშვები - 6 და 4 წლის. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შს სამინისტროს კასპის სამმართველოში გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე

სოფლის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ფაქტი მოულოდნელი იყო, თუმცა, ყველა გამოძიების დასრულებას ელოდება.

76-წლის მამაკაცი დაზარალებულად ცნობილი ოჯახის მეზობლად, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები