პატარა მეჯვრისხევში სასმელი წყლის ჭაბურღილს დენის მიწოდება შეუწყვიტეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში დღეს დილიდან სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ჭაბურღილს, საიდანაც სოფლის მოსახლეობა მარაგდება, დენის მიწოდება შეუწყვიტეს.

ადგილობრივი მკვიდრნი აცხადებენ, რომ ცხელ დღეებში, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვა, უსამართლობაა.

როგორც ირკვევა, დენის შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება ,,ენერგო პრო ჯორჯიამ' მიიღო.

,,წყლის მიწოდების შეწყვეტა, სწორედ, ამ გარემოებამ გამოიწვია. მოსახლეობამ არ გადაიხადა გადასახადი და ენერგოკომპანიამაც არ დააყოვნა. დენი გაუთიშეს ჭაბურღილს" - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი ლექსო ბუჯიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები