გარდაბანში 21- წლის მამაკაცს ეძებენ
ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბანში 21 წლის მამაკაცს ეძებენ.

კასუმ ოსმანოვი 8 დღის წინ გაუჩინარდა.

ამის შესახებ Qartli.ge-ს დაკარგული ბიჭის ბიძამ, ალიკა ბაირავოვმა აცნობა.

დაკარგული ბიჭის ბიძა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელს ხიდისყურში ცხოვრობს.

„გუშინ გავიგე, რომ ჩემი დის შვილი დაიკარგა. დამირეკეს და მკითხეს ჩემთან ხომ არ იყო სოფელში. უკვე მე-8 დღეა ეძებენ. არც კონფლიქტი ჰქონია ვინმესთან და არც უთანხმოება. ბიჭის გაუჩინარების შესახებ პოლიციამ იცის,“- აცხადებს ალიკა ბაირამოვი.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, კასუმ ოსმანოვის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟმში მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები