სოფლები შიდა ქართლში, სადაც მარიამობას დღეობები იმართება
მარიამობას, შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში დღეობაა, განსაკუთრებით, კასპის მუნიციპალიტეტში.

გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში აღინიშნება: ტინისხიდი, ბოშური, ახალსოფელი, ზეღდულეთი, სვენეთი, ხვითი.

ქარელი - საღოლაშენი, წვერი, არადეთი, ბრეთი, ქვემო ხვედურეთი.

ხაშური - სურამი, ჩუმათელეთი, გვერდისუბანი, ქვიშხეთი.

რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტს, კავთისხევის თემში შემავალ 11-ვე სოფელში მოსახლეობა სამზადისს მართავს.

კავთისხევის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, მიხეილ კელაპტრიშვილი ამბობს, რომ დიდი გავლენა აქვს გუდალეთის ეკლესიას, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება.

განსაკუთრებული ხალხმრავლობაა წინარეხშიც, რომლის ტერიტორიაზეც ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. „წინარეხში ღვთისშობლის სახელობის ტაძარია, მოსახლეობა დილით მიდის სანთელს ანტებს და შემდეგ ბრუნდებიან სახლებში, რათა სტუმრები მიიღონ. სოფელში თითქმის ყველა ოჯახში სუფრაა გაშლილი და დღევანდელ დღეს აღნიშნავენ“- აცხადებს წინარეხის წარმომადგენელი ესტატე აბულაძე.

რაც შეეხება ახალქალაქის თემს, „რკონი სამონასტრიო კომპლექსია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, იქვე იძშლება სუფრა და იქვე ქეიფობენ. სამწუხაროდ გზა მოუწესრიგებელია და წერს რამდენი წავა არ ვიცი“- გვითხრა სოფელ ახალქალაქის წარმომამდგენელი კონსტანტინე წერეთელი.

„მეტეხში აღვნიშნავთ მარიამობას, სოფელში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, ღამე წირვა-ლოცვა აღევლინა. დღეს კი ოჯახები სუფრებს სახლებში შლიან და სტუმრებს მასპინძლობენ“- აცხადებს კასპის მერის წარმომადგენელი სოფელ მეტეხში იოსებ მარღიშვილი.

კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 11-ვე სოფელში აღნიშნავენ მარიამობას. მოსახლეობის ნაწილი ღვთისშობლის სახელობის ტაძარია მიდის, რომელიც სოფელ გუდალეთში მდებარეობს და რომელიც მე-12 საუკუნეს მიეკუთვნება, შემდეგ ტრადიციული სუფრები ოჯახებში იშლება „- აცხადებს კასპის მერის წარმომადგენელი სოფელ კავთისხევში მიხეილ კელაპტრიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები