ნაგავსაყრელი სახლების ნაცვლად - ვითარება ოკუპირებულ ერედვში
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ სოფელ ერედვში სახლბეს ანგრევენ და მათ ადგილას ნაგავსაყრელს აწყობენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფორის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე აღნიშნული საკითხის დაყენებას ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე გეგმავს.


„ერედვში, საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის სახლების ნგრევა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობა, ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასაც შეხვედრაზე დავაყენებთ,“-განაცხადა ირაკლი ანთიძემ.

ცნობისთვის, ერედვი გორის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც, ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის 2008 წელს, რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის დროს რუსული ბომბდამშენებით მიერ რამდენჯერმე დაიბომბა. ოკუპანტებმა გადაწვეს სახლებიც. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები