ქართული პოლიციის საგუშაგო ჩორჩანა-წნელისს შორის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანასა და წნელისს შორის, საქართველოს შს სამინისტროს საგუშაგოს მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ ფოტოს ოსური საგენტო ,,რესი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დღეს, მშენებლობაზე ახალი შემადგენლობა მიიყვანეს, რომელსაც ქართული პოლიცია იცავს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მიიჩნევენ, რომ ახალი საგუშაგოს მშენებლობა პროვოკაციაა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საგუშაგოს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე შენდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები