დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩორჩანაში არსებულ ვითარებას გაეცნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს შეხვდა.

ლაშა დარსალია მათ სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა და ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.

„დიპლომატიურ კორპუსს გავაცანით ინფორმაცია ადგილზე არსებულ ვითარების შესახებ, კერძოდ ის, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდებოდა საპოლიციო საგუშაგოების გაძლიერება, რაც დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ. ჩვენ თხოვნით მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებელი მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება, ფაქტზე შესაბამისი რეაგირება და კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ მოხდეს შემდგომი პროვოკაციების გაგრძელება, რაც ყველა მხარისთვის მნიშნელოვანია“- მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. დიპლომატებს ინფორმაცია მიეწოდათ ასევე ინციდენტებზე პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შესახებ, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან ჩაიშალა. „ეს არის ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. დღეს აღნიშნული შეხვედრა, საოკუპაციო წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრის დატოვების გამო ჩაიშალა, რაც ცალსახად მიუღებელია ჩვენთვის“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები