,,სოფელ ჩორჩანასთან სროლა აქტიურ სამონადირეო სეზონს უკავშირდება"-კახა ქემოკლიძე

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება.

მისი განცხადებით, ვითარება არის სტაბილური და გასროლა ოკუპირებული ტერიტორიიდან არ მომხდარა.

"ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს."- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები