ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება ჩორჩანა-წნელისთან არსებულ ვითარებაზე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის მისადგომებთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის წარმომადგენლები ადგილზე 24 საათიან რეჟიმში რჩებიან:

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები სიტუაციის მონიტორინგისა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით 24-საათიან რეჟიმში, მუდმივად იმყოფებიან ადმინისტრაციულ საზღვართან ჩორჩანა-წნელისის რაიონში.

დღეს მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა სიტუაციის შეფასების მიზნით აღნიშნული რაიონი დაათვალიერა.

მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარეს შორის ინფორმაციის გასაცვლელად და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად,“ - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები