ოკუპირებულ წნელისში ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
ოკუპირებულ წნელისში ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

Qartli.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრას უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, სუს-ის წარმომადგენლები და ეუთოს სადამკვირვებლო მისია ესწრება.

შეხვედრის მთავარი თემა ჩორჩანასა და წნელისის გასაყართან მდებარე ქართული საგუშაგოა, რომლის გაუქმებასაც დე-ფაქტო ხელისუფლება ითხოვს.

რუსეთის აღიარებული ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურ თბილისს ერგნეთში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ულტიმატუმი წაუყენეს და საგუშაგოს გაუქმებისთვის დრო 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მისცეს.

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. თბილისი საგუშაგოს გაუქმებაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

ცნობისთის, სოფელ ჩორჩანაში 29 აგვისტოს გვიან ღამით საოკუპაციო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთებას გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები