„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს“ -შს მინისტრის მოადგილე
საოკუპაციო ძალები ოფიციალურ თბილისთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ აპირებს, ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ჩორჩანაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც qartli.ge-ს კორესპონდენეტის ადგილიდან იტყობინება, ვლადიმერ ბორცვაძემ მომდევნო კვირაში, ერგნეთის რიგგარეშე შეხვედრაც დაანონსა.

„პირველი და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახაა, რომ ბლოკ-საგუშაგო, რომელიც განთავსებულია ერთადერთი მიზნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, და ჩვენ, კითხვები, რომელიც ბლოკ-საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ ცხინვალის წარმომადგენლებს, ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს, უსაფრთხოების დაცვას. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და ჩვენი არგუმენტებით, გარკვეულ წიალდ დავარწმუნეთ, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების, რომლებიც ამ საგუშაგოზე არიან განთავსებულები, უსაფრთხოების დაცვაა. მომდევნო კვირაში ჩაინიშნა ერგნეთში შეხვედრა, სადაც ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ ამ საკითხზე,“-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები