წნელისთან ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაც გააკეთებს
სოფელ წნელისთან მილიციის ბლოკ-პოსტს რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს.

ამის შესახებ განცხადება ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი.

ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ბიბილოვმა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები