რეგიონის გუბერნატორს და ხაშურის მაჟორიტარს ჩორჩანას მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მცხოვრებმა, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

Qartli.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება მოსახლეობის ინფორმირებას განვითარებულ მოვლენებზე არ ახდენს , ხოლო ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალისტებისაგან იგებენ.

,,კარგი იქნებოდა წინასწარ გავეფრთხილებინეთ, თუ რას აკეთებდნენ და რა მოხდებოდა. გზის გაყვანა რომ დაიწყეს, რა ვიცოდით, თუ საგუშაგო უნდა მოწყობილიყო. ადრე, მაგ ტყეში შეშის მოსატანად თუ მიდიოდა ხალხი. ეხლა, ვეღარ იმისთვის მიდის." - აცხადებენ ჩორჩანელები.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, სოფელი ჩორჩანა უსაფრთხოდაა და მოსახლეობაც ინფორმირებული იყო.

რაც შეეხება დეპუტატ სიმონ ნოზაძეს, მისი თქმით, დაელოდნენ შეხვედრის შედეგს, რომელიც დღეს სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, დე-ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები