გორში 5-წლის ბავშვი, რომელსაც ეძებდნენ, იპოვეს
ბავშვს, რომელსაც დღეს გორში ეძებდნენ, იპოვეს, ამის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს.

გაირკვა, რომ 5-წლის მოზარდი მამასთან იმყოფებოდა.

დღეს დაახლოებით 17 საათზე, ბავშვის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განცხადება შევიდა. დედამ შსს-ს აცნობა, რომ ბავშვი იურუსალიმის ქუჩიდან დაიკარგა.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი მაღაზიაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვმა მაღაზია დატოვა, შემდეგ კი, მას ვეღარ მიაგნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები