სოფელ წრომის ,,დღეობაში" მამაკაცი დაჭრეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში მომხდარ ჩხუბისას მამაკაცი დაჭრეს. შს სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 40-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული სოფელში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სტუმრად იმყოფებოდა და სახლში, მანდილოსნებთან ერთად, ბრუნდებოდა.

,,მიმაჩნია, რომ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. ის თბილისში ბრუნდებოდა გოგონებთან ერთად. გზაზე მოძრაობისას რამდენიმე პიროვნებამ შეიგინა, რასაც ჩხუბი მოჰყვა" - განაცხადა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე. ბრალდებულის ინტერესების დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა.

დღეს, გორის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იხ. ამავე თემაზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები