ერგნეთში დღეს რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება. როგორც ქართული მხარე აცხადებს, ბლოკპოსტი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და დაშლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ბოლო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯებს რაც ვითარების ესკლაციას გამოიწვევს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები