ჰაერის დაბინძურების ფაქტზე მეჯვრისხევის ფერმა დააჯარიმეს
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მეფრინველეობის ფერმა 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 29 აგვისტოს მიიღეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, კომპანიამ ჰაერი მავნე ნივთიერების ზემოქმედებებისგან ვერ დაიცვა.

ფერმის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯარიმა სამართლიანია, რადგან გარემოს დამცველებმა მას ჯარიმა ვინტილიატორის გამოყენების გამო დააკისრეს. ,,მითხრეს, ამ ვინტილიატორით ჰაერში მავნე ნივთიერებებს აფრქვევო, მე ეს არ ვიცოდი, რა მექნა" - აცხადებს ფერმერი.

ოქმის მიხედვით, ფერმიდან ჰაერში მავნე ნივთიერება ვინტილიატორის საშუალებით იფრქვეოდა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები