ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე და შიდა ქართლის პოლიციის პირველი პირები წარმოადგენლდნენ.

რაც შეეხება დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას, მათი პოზიცია ე.წ. პრეზიდენტის სპეციალურნმა წარმომადგენლემა მურატ ჯიოევმა და იგორ კოჩიევმა გააცნეს შეხვედრის მონაწილეებს.

ტექნიკური ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი.


როგორც ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ მსგავსი სახის დიალოგს.

ირაკლი ანთაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება მომდევნო შეხვედრა.


„ეს ტექნიკური შეხვედრა გახლდათ ჩორჩანაში გამართული შეხვედრის გაგრძელება. კვლავ საუბარი ეხებოდა ჩორჩანას მიმდიებარე ტერიტორუიაზე განვითარებნულ მოვლენებს. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ არ განვიხილავთ ჩოჩანაში განთავსებული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმების საკითხს,“-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფელ წნელისში, საოკუპაციო რეჟიმის ტექნიკის გადაადგილების საკითხსაც.

"ამ გადაადგილებებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თავადვე ავრცელებენ საკუთარი ელექტრონული მედიის საშუალებებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სიტუაციის დეესკალაციისათვის საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება, სიტუაციის ადექვატურად აღქმა, სწორედ მგომარეობს იმაში, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო არ შეიცავს არანაირ საფრთხეს და პირიქით, ნებისმიერი სახის არაპროპორციული მოძრაობა ძაბავს ადგილობრივ მოსახლეობას წნელისსა და მიმდებარე სოფლებში,"-განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე საოკუპაციო ძალებს ის დრონი გადასცა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის საფრენი აპარატის შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები