,,ამაღლების" სახელობის პირველი ტაძარი გორის მუნიციპალიტეტში
გორის მუნიციპალიტეტში ამაღლების სახელობის პირველი ტაძარი შენდება. შემოწირულობებით (მათ შორის, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ) მშენებარე ეკლესია სოფელ ქვახვრელის ცენტრში დგას.

ორნავიანი ეკლესიის სიმაღლე 8 მ, სიგრძე - 10 მ-ია, სამუშაოები ამჟამად მთავარი ტაძრის სახურავზე მიმდინარეობს.

სასულიერო პირი, მამა დავითი ამბობს, რომ გორის მუნიციპალიტეტში ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ტაძარი, რომელიც ამაღლების სახელს ატარებს.

,,მიმდინარე წელს მოხერხდება სახურავის ქვეშ მოქცევა. რაც შეეხება ამ სახელობის სხვა ეკლესიას, ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთი ძალიან მცირე ზომის ეკლესია უნდა იყოს ერთ-ერთ სოფელში, თუმცა, ამ სიდიდის ტაძარი პირველი იქნება გორის მუნიციპალიტეტში" - აცხადებს მამა დავითი.

ეკლესიის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო.

ქვახვრელი ისტორიულ წყაროებში პირველად მე-10 საუკუნის ამბების თხრობის დროს იხსენიება. ქართლის ცხოვრების მიხედვით, 978 წელს საქართველოს გაერთიანებისთვის მებრძოლ ბაგრატ მეფეს უფლისციხის (ქართლის) გასაღები იოანე მარუშისძემ სწორედ ქვახვრელის ტერიტორიაზე, ზედაველაზე გადასცა.

ქვახვრელში რამდენიმე ეკლესია, მათ შორის, ღვთისშობლის სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესია . ამაღლების ეკლესია კი, სოფლის ცენტრში შენდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები