ხელბურთელთა გუნდი ,,გორი" პლაჟზე გამართული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხელბურთელთა გუნდი ,,გორი" პლაჟზე გამართულ ჩემპიონატის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ჩემპიონატი ურეკში მიმდინარეობდა.

,,ქვეყნის ჩემპიონატი ორ ეტაპად ივლისსა და აგვისტოში გაიმართა და ორივეს ურეკმა უმასპინძლა. გორელები პირველ ეტაპზეც გავიდნენ ფინალში, თუმცა ,,ქუთაისთან" დამარცხდნენ. მეორე ეტაპის ფინალში ისევ ქუთაისელი და გორელი ხელბურთელების მატჩი ვიხილეთ. ამჯერად წარმატება გორელებმა მოიპოვეს და საბოლოო გამარჯვება, ანუ ჩემპიონის წოდებაც დაისაკუთრეს." - აღნიშნავენ სააგენტოში.

საბოლოო შედეგებით გორმა 110, ქუთაისმა კი 103 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე თბილისის ,,ქორები" გავიდა 70 ქულით.

ხელბურთელთა გუნდი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს და გია მამაცაშვილი ხელმძღვანელობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები