გორში დედასთან კონფლიქტის შემდეგ მოზარდი გოგონა დააკავეს
გორში, 18-წლამდე ასაკის მოზარდი გოგონა დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, გოგონა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რადგან დედის შემდეგ, სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებსაც მიაყენა.

პოლიციელები ერთ-ერთ ოჯახში, დედისა და შვილს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, იმყოფებოდნენ. კონფლიქტის დროს, პოლიცია დედამ გამოიძახა.

მოზარდი გოგონას საქმე გორის სასამართლომ განიხილა. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გოგონას დედის მიმართ შემაკევებელი ორდერი გამოუწერეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები