ზემო ხანდაკში ჭიდაობა ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნას მიეძღვნა
ზემო ხანდაკის საჭიდაო არენაზე ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.

შეჯიბრება აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკის, ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნა, რომელიც კასპის გამგებელი იყო.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ადგილობრივმა მცხოვრებმა, ტრისტან ფეიქრიშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი თელიანელმა ჯაბა პაპინაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი დოესელმა რობიზონ ბეგლარაშვილმა დაისაკუთრეს.

მოჭიდავეები 250, 150 და 100 ლარით დაჯილდოვდნენ, თანხა მათ კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, თამაზ ტატანაშვილმა გადასცა.

ტარიელ შარიფაშვილი აფხაზეთში, სოხუმის დაცემის დღეს დაიღუპა. ის 33 წლის იყო. შარიფაშვილს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი აქვს მინიჭებული.

 



Print

სტატიის გამოყენების პირობები