ცხინვალი ცოდნის დღესთან დაკავშირებით ე.წ. საზღვარს კეტავს
რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით,

ცხინვალის ოკუპირებილი რეგიონის ხელმძღვანელობა, საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 2 დღით ჩაკეტავს.

დე-ფაქტო უწყების განმარტებით, საზღვარი 4 სექტემბრის 20:00-დან 6 სექტემბრის 06:00-მდე ჩაიკეტება. მიზეზად ცოდნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები