სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საცხოვრისები გადასცეს
ტყვიავში, სოციალურად დაუცველ გიგუაშვილების 6 სულიან ოჯახს მერიამ საცხოვრისი გადასცა.


მერიაში გვითხრეს, რომ ძველი სახლი, სადაც გიგუშვილები ცხოვრობდნენ ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას.

ატენში, ახალ საცხოვრებელში შვილთან ერთად გადავა ივანე ნალიკაშვილიც. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი მამა - შვილი ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ.

მიმდინარე წელს მერიამ 5 მოძრავი საცხოვრისი შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი კომისიის წესით შერჩეულ კიდევ 3 ოჯახს ორი წლის ვადით გადაეცემათ.

გასულ წელს მოძრავი საცხოვრისი მერიამ ორი ოჯახისთვის შეიძინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები