ცხინვალში დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველი ხელმძღვანელი ტორეზ ყულუმბეგოვი გაიხსენეს
2 სექტემბერს ცხინვალში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველი ხელმძღვანელის, ტორეზ ყულუმბეგოვის (კულუმბეგოვი) ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ყულუმბეგოვი 2006 წელს გარდაიცვალა, ბიუსტი კი, წელს, 29 მაისს გაიხსნეს.

ის ორგანიზაცია ,,ადამონ ნიხასის" წევრი იყო, რომელიც 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უფლებების გაზრდას, კერძოდ, ავტონომიური ოლქის ნაცვლად, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადებას ითხოვდა.

1990 წელს ტორეზ კულუმბეგოვი ცხინვალში, ეთნიკური ქართველი მოსახლეობის ნებართვის გარეშე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. საბჭოთა კავშირი, იმ პერიოდში, ჯერ კიდევ არსებობდა.

,,სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკას" საქართველოს ხელისუფლება არ სცნობდა. საქართველოს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 29 იანვარს თბილისში მოსალაპარაკებლად მიიწვია, სადაც ყულუმბეგოვი დააპატიმრეს.

ტორეზ ყულუმბეგოვი ციხიდან, სამოქალაქო ომის შემდეგ, 1993 წელს, როგორც პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს. ცხოვრება მეუღლესთან, მარგარიტა მუმლაძესთან ერთად, გააგრძელა.

ტორეზ ყულუმბეგოვმა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, დე-ფაქტო ხელისუფლებას სათავეში კიდევ ცოტა ხანს დარჩა. 1993 წლის შემოდგომიდან მოღვაწეობა სკოლაში დაიწყო.

ბიოგრაფიის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 1965 წელს, საბჭოთა არმიიდან დაბრუნდა, მუშაობას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კომკავშირის სამხარეო კომიტეტის მაღალ თანამდებობებზე შეუდგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები