გორის სათბურში ,,სტავროპოლის პეჩს" ამონტაჟებენ და საწვავად მეორად ზეთებს გამოიყენებენ
გორის სათბურში, საწვავად, გადამუშავებული ზეთის გამოყენებას აპირებენ. რუსეთის სტავროპოლის მხარიდან უნივერსალური ღუმელი (Горелка универсальная ГНОМ) უკვე ჩამოიტანეს, რომლის სავაჭრო მარკაა „STAVPECH”.

სათბურის გასათბობად ,,სტავპეჩს" წელიწადში 7 თვის განმავლობაში (ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე) ამუშავებენ. დღეღამეში საჭირო იქნება 200 ლიტრი გამოყენებული ზეთი, რაც წლიურად 42 000 ლიტრს შეადგენს.

მანამდე გარემოს დაცვის სამინისტროში, მეორეული ზეთების გამოყენების შესახებ, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვა მოხდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ასეთი მცირე სიმძლავრის საქვაბე დანადგარები, მაღალი ეკონომიური და ეკოლოგიური ღირებულებების გამო, სხვა ქვეყნებში აქტიურად გამოიყნება.

,,იგეგმება ყველა სახის ნახმარი ზეთების საწვავად გამოყენება გარდა პოლოქროლირებული ბიფენილებისა და პოლიქროლირებული ტრიფენილების შემცველი ნარჩენებისა. ზემოაღნიშნული სასათბურე მეურნეობა ფუნქციონირებს 2016 წლიდან და წლის ცივ პერიოდში თბება მყარი საწვავის (შეშის) ან ნავთობპროდუქტების წვის ხარჯზე, იმის გათვალისწინებით, რომ შეშაზე და ნავთობზე ფასები მუდმივად იზრდება, რაც თავისთავად აისახება წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში,. ინდ. მეწარმეს დაგეგმილი აქვს საწვავის ჩანაცვლება ნახმარი ზეთებით, რომელის წვა მოხდება ორკამერიან უნივერსალურ ინსინერატორში" - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ დღეისათვის ქვეყანაში ათასობით ტონა ასეთი ნარჩენი წარმოიქმნება. მათ გადამუშავებას (რეგენერაციას) მხოლოდ რამდენიმე საწარმო ახდენს. ამავდროულად წარმოქმნილი ნახმარი ზეთების უმეტესი ნაწილი, მათი ხარისხის გამო რეგენერაციისათვის არ გამოდგება რის გამოც, უმეტეს შემთხვევაში ხდება დაწვა თუმცა დაწვის შედეგად მიღებული ენერგიის გამოყენება, გარდა ერთეული შემთხვევებისა თითქმის არ ხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები