შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი სამგორის რაიონის გამგებლად ინიშნება
შიდა ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე სამგორის რაიონის გამგებლად ინიშნება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ახალი გამგებელი სამგორელების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს.

მისივე თქმით, სამხარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოში გადაიგზავნება.


„რამდენიმე თვე სამგორის რაიონი გამგებლის გარეშე იყო. მინდა წარმოგიდგინოთ კახა სამხარაძის კანდიდატურა. ის იყო სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის. ის არის მეურნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სამგორის რაიონში, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესს ,“-განცხადა დედაქალაქის მერად.

ცნობისთის, კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორად 2017 წლის დასაწყისში დაინიშნა და აღნიშნულ პოსტზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები