გორის ეპარქიაში სოფლებს ლოცავენ
ატენისა და გორის ეპარქიის მღვდელმსახურები მუნიციპალიტეტის სოფლებს ლოცავენ. ამის ამსახველი ფოტო სოფელ ქვახვრელის მოძღვარი ავრცელებს.

ეპარქიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფლების დალოცვა 2 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

,,გორისა და ატენის ეპარქიის სოფლების ნაწილს შემოივლიან მოლოცვითი მსვლელობის ჯგუფები. მსვლელობის დროს განხორციელდება სოფლების დალოცვა, ხანდაზმული წყვილების საზეიმო ჯვრისწერა, მოსახლეობასთან შეხვედრა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯვრის აღმართვა." - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

იხ. ამავე თემაზე:

გორის სოფლებში მოხუც წყვილებს ჯვარს დაწერენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები