გორი 5 სექტემბერს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს
გორი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს.

ამის შესახებ qartli.ge-ს საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელმა, გია ისიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას ლიხტენშტაინის 21 წლამდელებთა ნაკრებთან გამართავს.

მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 19:00-ზე დაიწყება. გია ისიანის თქმით, დასწრება თავისუფალია.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფეხბუერთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტეს გორში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება. ჩვენთბვის, გორელებისთვის ძალიან დიდი პატივია და იმიდია რომ სტადიონს და ტრიბინებს გავავსებთ. მატჩისთის მზადება დიდი ხნის წინ დავიწყეთ, სტადიონი მზადების პროცესშია და ხვალისთის ყველაფერი მზადღოფნაში ქინება,“-გვითხრა ისიანმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები