ჩაჭრილ პედაგოგებს გამოცდაზე გასვლის მეორე შანსი ეძლევათ
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, როგორც იმ აპლიკანტებს, რომლებიც ზაფხულში იყვნენ გამოცდაზე გასულები, ისე იმ აპლიკანტებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ კომპეტენციის დადასტურებას, აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლების მსურველებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ნოემბერში ექნებათ, რეგისტრაცია კი, უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება,“ - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები