გორის ბაღებში განმეორებითი რეგისტრაციის ვადა დღეს ღამით იწურება
ქალაქ გორის საბავშვო ბაღებში განმეორებითი ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც 3 სექტემბერს დაიწყო და 4 სექტემბერს ღამის 12 საათზე დასრულდება.

ამის შესახებ qartli.ge-ს ბაღების სააგენტოს დირექტორმა, ლიანა კოვზიაშვილმა განუცხადა.

როგორც ის ამბობს, განმეორებითი რეგისტრაციის დაწყებამდე ქალაქის საბავშვო ბაღებში 96 თავისუფალი ადგილი იყო.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ბაღების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ადგილები საკმარისი იყო და არც ერთი ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიღმა არ დარჩენილა.

,,მხოლოდ ისეთი ბავშვები დარჩნენ ბაღის გარეშე, რომელთა მშობლებსაც ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაღში სურდათ ბავშვის მიყვანა და იქ ადგილები არ აღმოჩნდა. სხვა ბაღში მიყვანა კი არ სურთ,’’ - განაცხადა Qartli.ge-სთან საუბარისას ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩარიცხის მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, www.kids.ge -ზე უნდა გაიარონ.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს, ორშაბათს განახლდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები