დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
,,პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კალიფორნიელი კელი დეგნანი წარადგინა,”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩო აცხადებს, მომდევნო ეტაპი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დანიშნულ დროს საჯარო განხილვა იქნება.

დეგნანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია.

2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა.

ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები