რუს ჯარისკაცებს ჯავის რაიონში ავარია მოუვიდათ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რუსი ჯარისკაცები ავარიაში მოყვნენ.

ოსური მედიის ცნობით, შემთხვევა 3 სექტემბერს, ჯავის რაიონში, სოფელ როკთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამხედროების მანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი სამხედრო დაშავდა, ერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირდა, მეორე კი მკურნალობის მიზნით ვლადიკავკაზში გადაიყვანეს.

ოსური მედიის ცნობითვე, სამხედროები რუსეთიდან ცხინვალის სამხედრო ბაზაზე მიდიოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები