გორის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე 20 კანდიდატს შორის ვერ მოხვდა
დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის კანდიდატები შეარჩიეს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრა დღეს გაიმართა. შერჩეულ კანდიდატებს შორის, გორის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი ვერ მოხვდა.

ნიკოლოზ მარსაგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის ივნისიდან გადავიდა. ის გორის სასამართლოს 11 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

კენჭისყრის შედეგად, 50 მსურველს შორის, გამოვლინდა 20 კანდიდატი. ესენი არიან:

1.თამარ ალანია; 2.მერაბ გაბინაშვილი; 3. შოთა გეწაძე; 4. მირანდა ერემაძე; 5. მამუკა ვასაძე; 6. მაია ვაჩაძე; 7. თამარ ზამბახიძე; 8. შალვა თადუმაძე; 9. ზაზა თავაძე; 10. ვლადიმერ კაკაბაძე; 11. ლევან მიქაბერიძე; 12. გიორგი მიქაუტაძე; 13. პაატა სილაგაძე; 14. ნუგზარ სხირტლაძე; 15. ლალი ფაფიაშვილი; 16. ნინო ქადაგიძე; 17. ლაშა ქოჩიაშვილი; 18. ქეთევან ცინცაძე; 19. ალექსანდრე წულაძე; 20. გოჩა ჯეირანაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები