ღია ჭა კომბინატის დასახლებაში, სადაც ლეკვები იპოვეს
გორში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია ჭაში ლეკვები იპოვეს.

ცხოველების ხმა დასახლებაში მცხოვებმა ბავშვებმა გაიგეს და გორის ცხოველთა თავშესაფარს შეატყობინეს. ფაქტი ღამის საათებში მოხდა.

თავშსაფრის დირექტორი აცხადებს, რომ ადგილზე მისულებს ჭაში ორი ლეკვი დახვდათ. ჭა იმდენად ღრმა არის, რომ მათ ლეკვები საკუთარი ძალებით ვერ ამოიყვანეს და 112-ში დარეკეს.

,,მაშველებმა რამდენიმე მეტრიანი სიღრმის ჭიდან ლეკვები უვნებლად ამოიყვანეს. ძალიან დიდი, ღრმა ჭაა და იქიდან ჩვენ ვერ შევძელით მათი დახმარება. ლეკვები სავარაუდოდ ვიღაცამ ჩაყარა,“-გვითხრა თამარ აფციაურმა.

მისივე თქმით, ღია ჭის არსებობის შესახებ მერიას საქმის კურსში დღეს ჩააყენებს, რათა შესაბამისმა სამსახურმა პრობლემის აღმოფხვრა უზრუნველყოს.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები