ქვეშელი პედაგოგი კონკურსის ხუთეულში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა წარადგინა
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის 5 ფინალისტი გამოვლინდა.

ფილანლისტებს შორის მოხვდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია კურტანიძე, რომელიც საზოგადოებას სპეციალურად მომზადებულ ვიდეორგოლში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააცნო.

„დღეს პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი ფინალისტი ნათია კურტანიძე. ნათია დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში. მიუხედავად რთული პირობებისა, იგი 20 წელზე მეტია თავდაუზოგავად ასწავლის. მისი მოსწავლეების წარმატებებიც არ აყოვნებს. ჩემი გულითადი მილოცვა ნათიას და საქართველოში ყველა მასწავლებელს,“ - ამბობს ელიზაბედ რუთი.

ცნობისთვის, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან 5 ფინალისტი სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

5 ფინალისტიდან ერთი, ზუსტად ერთ თვეში, 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები