ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ციხელაშვილი ევროკავშირის და ეუთოს ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა
ჩორჩანა-წნელისის გასაყართან, საოკუპაციო ძალების ბლოკ-საგუშაგოს მშენებლობის საკითხს შერიგებისა და სამქოალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთევენ ციხელაშვილი ეხმაურება.

ციხელაშვილის განცხადებით, ის ესაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს და სთხოვა პროცესში აქტიურად ჩაერთნონ.

მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ხვალ ტექნიკური შეხვედრაა დაგეგმილი და მეტი ინფორმაციის მიღება საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ხვალ იქნება შესაძლებელი.
„ამ ეტაპზე ვამოწმებთ ინფორმაციას და ვადგენთ დეტალებს. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა მქონდა, მიმეცა შესაძლებლობა კომუნიკაციისა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან. მათ ძალიან აქტიური ჩართულობა ვთხოვე. ხვალ დაგეგმილია ტექნიკური შეხვედრა და რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა გამოყენებულ იქნება იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი მთავარი ინტერესისთვის, რომელზეც შეთანხმებაც არის სხვათაშორის, რომ დეესკალაციისაკენ გადაიდგას ნაბიჯები და მოსახლეობისთვის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი, ყველაფერი კეთდება,“.-აცხადებს ციხელაშვილი.

ცნობისთვის, ცხინვალის-დეფაქტო ხელისუფლების ცნობით, წნელისი-ჩორჩანას გასაყართან ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგუშაგო შენდება.

საოკუპაციო ძალებმა უკვე აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და აღნიშნულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გაავრცელს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები