ახალი ამბები
ფეხით მოსიარულე მამა-შვილს გამგებლის მოადგილის ძმა დაეჯახა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულს, ამჟამად, გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევა) მიმდინარეობს.

 

,,გამოძიება მაშინვე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. სასამართლომ მძღოლს გირაო შეუფარდა. როგორც გაირკვა, ავტომანქანის მძღოლი მაშინვე მივიდა საავადმყოფოში და აღნიშნა, რომ ავტოავარიის დროს მანქანა დატოვა შემთხევის ადგილზე. თავის თავზე ყველანაირი ხარჯი  გაიღო, მისცა გამოძიებას შესაბამისი ჩვენება.. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაზარალებულ ოჯახს პრეტენზია არ გააჩნია" - გვითხრეს პრესსამსახურში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები