ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე დღეს ერგნეთში იმსჯელებენ
ერგნეთში, დღეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას შეეხება.

მხარეები იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს მხრიდან ბლოკპოსტის აშენების პროცესს უკავშირდება.

ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ქართულმა მხარემ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ რიგი ქმედებები მოჰყვა და ისინი საქართველოს აღნიშნული ბლოკპოსტის დაშლას სთხოვდნენ.
დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს. დე ფაქტო КГБ -ს ინფორმაციით, მათ აღადგინეს „სასაზღვრო ნიშანი და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა“. ამ „სასაზღვრო პოსტისკენ“ გაჰყავთ გზაც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები