გორში გამართული მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლი მოგებით დაიწყო.

გია ცეცაძის გუნდმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინს უმასპინძლა და მეტოქე დაამარცხა.

მატჩს, 2000 - მდე გულშემატკივართან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები U 21 მომდევნო შეხვედრას 9 სექტემბერს, აზერბაიჯანში გამართავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები