„საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობს მიზანმიმართულ პროვოკაციას“-ირაკლი ანთაძე
ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დაიწყო.

მოლაპარაკებების დაწყებამდე კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გაააკეთა.


მისი განცხადებით, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ უკანონო ქმედებებს, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას.

„ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ვართ იმის მოწმენი თუ რა ხდება ჩორჩანას მიმდიებარე ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, 24 საათიან რეჟიმში ხდება ვითარების კონტროლი და სიტუაციას ვაკონტროლებთ. პროცესში ასევე ჩართული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები. თავისთავად ცხადია, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი,“-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანასთან, ქართული საგუშაგოს ამოქმედების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბლოკ-პოსტის მშენებლობა დაიწყო და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და დროშა აღმართა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები