გორის საჯარო სკოლების ნაწილში სველ წერტილებს არემონტებენ
ახალი სასწავლო წლიდან მოუწესრიგებელი სველი წერტილებისგან გამოწვეული პრობლემები გორის მეთერთმეტე საჯარო სკოლის 250 - მდე მოსწავლეს აღარ შეაწუხებს.

ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მერიიდან აცნობეს.

კონსტანტინე თავზარაშვილის უწყების ინფორმაციით, მეთერთმეტე საჯარო სკოლაში არსებული სველი წერტილების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მოურავი“ სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.


სამუშაოების ღირებულება კი 54 919 ლარს შეადგენ.

მერიაში ასევე გვითხრეს, რომ მსგავსი სამუშაოები საჭიროების მიხედვით, სხვა სკოლებშიც არის დაგეგმილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები