ქარელსა და ხაშურში იუსტიციის სახლები აშენდება
შიდა ქართლის კიდევ ორ ქალაქში იუსტიციის სახლები აშენდება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი მთავრობის ახალი შემადგენლობის წევრია, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დასამტკიცებლად წარადგინა.

"იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ან დაგეგმილია: ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, გარდაბანში, ქარელში, ზესტაფონში, ხაშურში, ახმეტაში" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ოთხასზე მეტ სერვისს.

იუსტიციის სახლის მიზანია: მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება; სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები