გორში იპოთეკარი ვენერა შავშიშვილი დააკავეს
გორის სასამართლომ 70 წლის ქალს გირაო 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. თანხის უზურნველყოფამდე, ასაკოვანი ქალბატონი წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

მას გორის შს სამმართველომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წაუყენა. აღნიშნული მუხლით ითვალისწინებს თაღლითობას, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას.

ადვოკატი ვაჟა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს: ,,მეო არც ფული ამიღია და არც არაფერიო, მე არაფერ შუაში ვარო. საქმე საკმაოდ მოცულობითია. სხვა დეტალებს ჯერ არ გავცნობივარ" - აცხადებს ადვოკატი.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ, 6 სექტემბერს მიიღო. დაზარალარებულად ცნობილია გორელი ქალბატონი რიტა აბალაკი. რიტა აბალაკმა იპოთეკური სესხის წყალობით საცხოვრებელი სახლი დაკარგა. ამჟამად, ეს საცხოვრებელი სახლი გორის შს სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახის საკუთრებაა.

qartli.ge  დეტალურად წერდა, თუ როგორ აღმოჩნდა რიტა აბალაკის სახლი პოლიციელის, შერი (შერმადინ) კაპანაძის ოჯახის საკუთრება. პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი იპოთეკაში ჩადებული სახლის მეოთხე მესაკუთრეა.

იხ. ამავე თემაზე:

გორელი მოქალაქე პოლიციელ შერი კაპანაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს ბრალს


ქალი, რომელიც გორში პოლიციელს უჩივის, დაზარალებულად ცნეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები