,,მშვიდობით, ლეგენდავ" - ვლადიკავკაზში ნოდარ პაპელიშვილს გამოემშვიდობნენ
79-წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთელი ნოდარ პაპელიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქის საფეხბურთო გუნდის ,,სპარტაკის" ღირსებას იცავდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დროს, ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.

ნოდრ პაპელიშვილი 6 სექტემბერს დაკრძალეს. 7 სექტემბერს მის ხსოვნას ვლადიკავკაზში მატჩი მიუძღვნეს, სადაც ერთმანეთს ჩრდილოეთ ოსეთის ,,ალანია" და დაღესტნის ,,მახაჩკალა" შეხვდა. მატჩი ვლადიკავკაზის ,,ალანიის" გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ბანერი, ნოდარ პაპელიშვილის ფოტოსურათით, გამოფინეს, რომელზეც ეწერა - ,,მშვიდობით ლეგენდა". ოსური პრესა წერს, რომ ნოდარ პაპელიშვილის წყალობით, ქალაქ ორჯონიკიძის (ახლანდელი ვლადიკავკაზი) ,,სპარტაკი" 1969 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლეს დივიზიონში მოხვდა.

სპორტული კარიერის პირველი წლები ნოდარ პაპელიშვილმა ცხინვალის საფეხბურთო გუნდ ,,ახალგაზრდებში" გაატარა. კარიერის დასრულების შემდეგ, პაპელიშვილმა ამავე სახელწოდების საფეხბურთო სკოლა ვლადიკავკაზში ჩამოაყალიბა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები